ჩრდილოეთი ამერიკა (ინგლ. North America, ფრანგ. Amérique du Nord, ესპ. América del Norte, Norteamérica, ნაუატ. Ixachitlān Mictlāmpa) — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.
2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 555 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა და ევროპის შემდეგ.
კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპის კონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მისი ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე, ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.
კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.
კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM)[3].
ყველაზე გარცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ
ძველი ისტორია
ანთროპოლოგებს აქვთ მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ და საიდან მოხვდნენ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ინდიელ ხალხს აქვთ მრავალი მითი იმის შესახებ, რომ ისინი დედამიწაზე მისი შექმნის დღიდან ცხოვრობენ. ასევე არსებობს ჰიპოთეზა, იმის შესახებ რომ, ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივი პირველი მცხოვრებლები დიდი გამყინვარების პერიოდში წამოვიდნენ აზიიდან, გადმოცურეს ბერინგის ყელი და აქ დასახლდნენ.
ევროპელებთან კონტაქტამდე, ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა დაყოფილი იყო მრავალ სახელწიფოდ, რამდენიმე ჯგუფის გაერთიანებიდან დაწყებული, დიდი იმპერიებით დამთავრებული. მათ გააჩნდათ საკუთარი კულტურა და ტრადიციები. ისინი ეჩვეოდნენ ბიოლოგიურ და გეოგრაფიულ ზონებს, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მისდევდნენ შესაბამის საქმიანობას, რომელიც ხელსაყრელი იყო გარემო პირობებთან, მაგ: დიდ დაბლობებზე მცხოვრები ხალხი, მონადირეობით ირჩენდა თავს. თანამედროვე მექსიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი კი, ფერმერობით ირჩენდა თავს. კონტინენტზე მცხოვრები ხალხი, ასევე დაყოფილი იყო ენობრივი კლასიფიკაციის მიხედვითაც. ერთ ენობრივ კლასში გაერთიანებული ხალხები, ყოველთვის არ იზიარებდნენ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს, ზოგ შემთხვევაში კი ერთმანეთთან კავშირიც არ ქონდათ. ანთროპოლოგები თვლიან, რომ ინუიტები აქ სხვა ხალხებზე შედარებით გვიან გადმოსახლდნენ, რასაც არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და პალეონტოლოგიური ფაქტები ადასტურებს.
ათასობით წლის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების კულტურა იცვლებოდა და იცვლიდა გავრცელების არეალს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი კონტინენტზე გავრცელებული კულტურა იყო კლოვისის კულტურა (თანამედროვე ნიუ-მექსიკოს კულტურა). ცოტა მოგვიანებით, კონტინენტზე გავრცელებული მისისიპის კულტურა, რომელიც დაკავშირებული იყო ყორღანულ კულტურასთან, მოიცავდა მისისიპის სანაპირო ზოლს. ასევე იყო პუებლოს კულტურა, ანასაზი, რომელიც მოიცავდა კოლორადოს, ნიუ-მექსიკოს, არიზონასა და იუტას შტატებს. ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, დღეს უკვე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ესენია: პომიდორი, ყაბაყი, სიმინდი და სხვა.
კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობაც, ასევე მრავალი კულტურა წარმოიშვა კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, თუნდაც მაიას დამწერლობა, მესოამერიკული პირამიდებისა და ტაძრების სამშენებლო სტილი, მაიას კალენდარი, ნულის კონცეფცია, რომელიც მესოპოტამიელ ხალხზე რამდენიმე ასეული წლით გვიან დაადგინეს.[9] მაიას ცივილიზაცია მოიცავდა მექსიკის სამხრეთ შტატებს, გვატემალას, ბელიზს, სალვადორსა და ჰონდურასის ნაწილს. მათი კულტურის განადგურება კონტინენტზე ევროპელი მოგზაურების გამოჩენიდან დაიწყო. მაიას ხალხები 1547 წელს ერნან კორტესმა დაიპყრო
გეოგრაფია
ჩრდილოეთ ამერიკას უკავია დედამიწის ჩრდილო-დასავლეთ ნახევარსფეროები, რომელსაც პირობითად „ახალ მსოფლიოს“ უწოდებენ, ასევე მას უწოდებენ „ამერიკას“. ჩრდილოეთი ამერიკა მოიხსენიება როგორც ცალკეულ კონტინენტად,[12][13][14] ასევე სამხრეთ ამერიკასთან ერთად ერთ მთლიან სუბკონტინენტად. ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ამერიკასთან დაკავშირებულია პანამის ყელით. კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს პანამის ნაპრალი, რომელიც კოლუმბია-პანამის საზღვართანაა. პანამის ნაპრალის საშუალებით ლათინური ამერიკა და სამხრეთ ამერიკა გამოყოფილია ერთმანეთისგან.[15][16][17] ასევე ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის გამყოფად მოიხსენიებენ პანამის არხს. ჩრდილოეთ ამერიკის შემადგენლობაშია კარიბებიც (ვესტ-ინდოეთი).
ჩრდილოეთ ამერიკას გარს არტყამს დასავლეთით წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე. მის შემადგენლობაშია, ასევე მრავალი კუნძული: გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, ალეუტის კუნძულები, ვანკუვერი, ალექსანდრას არქიპელაგი და სხვა. კონტინენტი გამოირჩევა მნიშვნელოვანი თავისებურებებით სხვა კონტინენტებთან შედარებით. მნიშვნელოვან თავისებურებებს შორისაა: დიდი ტბები, კანიონები, ტალახის ვულკანები და გეიზერები.
კონტინენტის უკიდურესი წერტილები: ჩრდილოეთით — მერჩისონის კონცხი, 71°50′ ჩ. გ. 94°45′ დ. გ. / 71.833° ჩ. გ. 94.750° დ. გ. სამხრეთით — მარიატოს კონცხი, 7°12′ ჩ. გ. 80°52′ დ. გ. / 7.200° ჩ. გ. 80.867° დ. გ. დასავლეთით — პრინც უელსის კონცხი, 65°35′ ჩ. გ. 168°05′ დ. გ. / 65.583° ჩ. გ. 168.083° დ. გ. აღმოსავლეთით — სენტ-ჩარლზის კონცხი, 52°24′ ჩ. გ. 55°40′ დ. გ.
რელიეფი
ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ძირითადი ფართობი ვაკეებს უკავიათ, მთებს კი კონტინენტის ფართობის დაახლოებით მესამედი ნაწილი უკავიათ. კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს დაბლობები და მაღლობი ვაკეები, რომლებიც კრისტალური ქანებითაა აგებული. კონტინენტის სამხრეთ მხარეს მდებარეობს ცენტრალურ ვაკეთა მხარე და მდინარე მისისიპის დაბლობი, კონტინენტის ეს ნაწილი ეროზიული და აკუმულაციური ფორმებით ხასიათდება.
კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აპალაჩების მთები, რომლებიც დასერილია ხეობებით. მთის კალთები დამრეცია, სიმაღლე სამხრეთ აპალაჩებში 2000 მ-ს აღემატება. დასავლეთ ნაწილში კი კონტინენტს მიუყვება კორდილიერების მთები. კორდილიერები დასერილია ღრმა ხეობებით, კანიონებით. კორდილიერების უმაღლესი მწვერვალია მაკ-კინლი (6193 მ). მწვერვალი მდებარეობს ალასკის ქედზე და მუდმივი თოვლითაა დაფარული. კორდილიერები რთული აგებულების მთათა სისტემას განეკუთვნება თავისი რელიეფის გამო.
ჩრდილოეთ ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვება მადნეული წიაღისეული: რკინა, სპილენძი, ნიკელი, და სხვა. მექსიკის ყურეში და მისისიპის დაბლობზე მოიპოვება დიდი რაოდენობით ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი. აპალაჩების მთებში მოიპოვება რკინა და ქვანახშირი.
კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აპალაჩების მთები, რომლებიც დასერილია ხეობებით. მთის კალთები დამრეცია, სიმაღლე სამხრეთ აპალაჩებში 2000 მ-ს აღემატება. დასავლეთ ნაწილში კი კონტინენტს მიუყვება კორდილიერების მთები. კორდილიერები დასერილია ღრმა ხეობებით, კანიონებით. კორდილიერების უმაღლესი მწვერვალია მაკ-კინლი (6193 მ). მწვერვალი მდებარეობს ალასკის ქედზე და მუდმივი თოვლითაა დაფარული. კორდილიერები რთული აგებულების მთათა სისტემას განეკუთვნება თავისი რელიეფის გამო.
ჩრდილოეთ ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვება მადნეული წიაღისეული: რკინა, სპილენძი, ნიკელი, და სხვა. მექსიკის ყურეში და მისისიპის დაბლობზე მოიპოვება დიდი რაოდენობით ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი. აპალაჩების მთებში მოიპოვება რკინა და ქვანახშირი.
ჰავა
ჩრდილოეთ ამერიკა მდებარეობს თითქმის ყველა კლიმატურ სარტყელში, ეს ყველაფერი კი კონტინენტზე ჰავის დიდ ნაირგვარობას იწვევს. ჰავის ნაირგვარობას ასევე ხელს უწყობს ოკეანეები, თბილი და ცივი დინებები, რელიეფი (ჰუდსონის და მექსიკის ყურეები) და სხვა.ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია რელიეფის თავისებურებანი. კორდილიერების მაღალი მთები წინ ეღობება წყნარი ოკეანიდან მონაბერ ჰაერის მასას, რის გამოც მთის კალთებზე და შიდა ვაკეებზე ჰაერის მასა სახეშეცვლილია და ნალექს ან მცირე რაოდენობით, ან სულ არ გამოყოფს. ატლანტის ოკეანის გავლენა ჰაერის მასებზე კი შედარებით დიდია, რადგან აპალაჩების მთები ვერ ქმნის სეროიზულ წინაღობას და ჰაერის მასები კორდილიერებამდე აღწევს. კონტინენტის შუა ნაწილში მდებარე ვაკეები კი ყინულოვანი ოკეანიდან მექსიკის ყურემდე ხელს უწყობს არქტიკული და ტროპიკული ჰაერის მასების თავისუფალ გადაადგილებას
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A9%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90
No comments:
Post a Comment